ჯამაძეების მრავალშვილიანი ოჯახი სოციალური დახმარების მოლოდინშია
ჯამაძეების მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი ქუთაისში, ე.წ. ბარაკების დასახლებაში ცხოვრობს. ქუთაისში მცხოვრებ ჯამაძეების ხუთშვილიან ოჯახს გასული წლის სექტემბერში სოციალური დახმარება მოეხსნა, რის გამოც ოჯახის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა.
ოჯახის უფროსი ინსულტიანია. 12 წლის ჯემალი დაბადებიდან ჰემოფილიკია. უსახსრობის გამო 4 თვის ლაზარეს მოხარშულ მჭადის ფქვილს აჭმევენ",- აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა. მათ დასახმარებლად არაერთი აქცია გაიმართა.
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის ცენტრში განმარტავენ, ჯამაძეები სხვადასხვა სახის დახმარებას იღებენ, მათ შორის მრვალშვილიანობის სტატუსის გამო. სააგენტოს უფროსი ნინო ჭიღლაძე განმარტავს, ოჯახის შემოწმება განმეორებით მოხდა და სარეიტინგო ქულებს 3 თებერვალს ელოდებიან, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, დაენიშნება თუ არა ოჯახს სოციალური განცხადება განმეორებით.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





11:02
16:29
16:27
13:32
13:09
















