|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტთან გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქუთაისში,  პარლამენტის წინ გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც ამ დროისთვის დაზიანებული ფილების შეცვლა ხდება.

"მოგეხსენებათ, რომ ქუთაისში, პარლამენტის ეზოში ჯერ კიდევ არ არის გათვალისწინებული ავტომანქანების სადგომები, არ არის სივრცე დახაზული. ასევე სჭირდება დრენაჟისა და დიზაინის სამუშაოების ჩატარება. გარემო შშმ პირებისთვის ადაპტირებული არ არის და ა.შ.  იმისთვის, რომ ქუთაისის შენობის გარე პერიმეტრი მოეწყოს, არ შემოვიდეს ეზოში პირუტყვი, გვქონდეს ავტოსადგომები და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო, დაახლოებით, 1,5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ასევე მიდის საუბარი იმაზეც, ხომ არ გამწვანდეს გარემო უფრო მეტად, ხომ არ იყოს დაბალი ღობე შენობის გარშემო ან ხომ არ მოვაწყოთ სკვერი ქუთაისელებისთვის. დღის წესრიგში ეს საკითხები დგას. ამის სავარაუდო ღირებულება შესაძლოა 1 მილიონიდან 1.5 მილიონ ლარამდე იყოს“, – განმარტა შესაბამის საკითხებზე შექმნილი კომისიის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, შესაბამისი სამუშაოები მომდევნო წლიდან დაიწყება.

 შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის საჭიროებაზე რამდენიმე კვირის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, ნამდვილად არ არის სახარბიელო ის ვითარება, რაც პარლამენტში არის.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა