|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მდინარე რიონის დაცვის დღე დაწესდა

ქუთაისში მდინარე რიონის დაცვის დღე დაწესდა. ღონისძიება ასოციაცია „ქალები რეგიონების განვითარებისთვის“ და მასთან არსებული „ქალთა კლუბის” ორგანიზებით მოეწყო.

ორგანიზატორების განცხადებით, ამიერიდან 2 დეკემბერი მდინარე რიონის დაცვის და დღე იქნება, რისი მიზანიც რიონის დაცვის კულტურის ჩამოყალიბებაა.

ღონისძიების ფარგლებში რუსთაველის ხიდიდან თეთრ ხიდამდე დასუფთავების აქცია მოეწყო.

ღონისძიებას გარემოს ეროვნული სააგენტოს დირექტორი თამარ ბაგრატია და მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.


 ბაგრატიას განცხადებით, უკვე არსებობდა მტკვრის დაცვის დღე, კარგია, რომ ანალოგიური იდეა რიონთან მიმართებაშიც გაჩნდა. ეს მოქალაქეების თვითშეგნების ამაღლებას შეუწყობს ხელს, რომ მდინარესაც სჭირდება დაცვა. 

"მდინარე რიონი სიცოცხლისთვის აუცილებელი მდინარეა და მას დაცვა სჭირდება, ღონისძიების მიზანს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს იმასთან დაკავშირებით, რომ მდინარე რიონი არ უნდა დავაბინძუროთ"- განაცხადა თამარ ბაგრატიამ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა