ქუთაისში, მდინარე რიონში მოზარდს ამ დრომდე ეძებენ
ქუთაისში, მდინარე რიონში 12 წლის მოზარდს ამ დრომდე ეძებენ. სამუშაოებში 50-მდე მაშველია ჩართული. მათი თქმით, რამდენჯერმე ჩაატარეს სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში, მაგრამ უშედეგეოდ. შემთხვევა გუშინწინ ქუთაისში მოხდა, ბიჭი სახლიდან მეგობრებთან ერთად გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გუშინწინ ღამით 112-ში შევიდა შეტყობინება მოზარდის გაუჩინარების შესახებ და მას შემდეგ მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.
”შეტყობინების მიღებისთანავე სამაშველო ჯგუფებმა დაიწყეს დაუყოვნებლივ სამაშველო სამუშაოები. გადაკეტილია დამბები. მაშველები მთელ პერიმეტრზე, სრული ძალით არიან მობილიზებული და ახორციელებენ ბავშვის საძიებო სამუშაოებს. ძიება მიმდინარეობს მდინარის სიღრმეში”, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















