ქუთაისში, მდინარე რიონში მამაკაცი გადახტა
ქუთაისში, მდინარე რიონში მამაკაცი გადახტა, რომელიც ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, ე.წ “ჯაჭვის ხიდის” ტერიტორიაზე მოხდა.
თვითმხილველების თქმით, კაცი ხიდიდან თვითმკვლელობის მიზნით გადახტა.
"ჯაჭვის ხიდზე სავარაუდოდ, 60 წელს გადაშორებული მამაკაცი იდგა, შემდეგ უცებ გადააბიჯა მოაჯირს, რას შვებით, გადმოდით, აქეთ თქო, მივაძახე, რაღაც მიპასუხა და გადახტა. მიეშველნენ მაშინვე, ახალგაზრდა ბიჭი გადახტა და ამოიყვანა... იქვე ქალმა თქვა, გადახტა მაინცო, ალბათ შეამჩნიეს, რომ იქ იდგა,” - უამბო მომხდარის შესახებ "ნიუპრესს" თვითმხილველმა. ქალბატონის თქმით, შემთხვევა დილით, დაახლოებით 9 საათსა და 10 წუთზე მოხდა.
მამაკაცი სამხარეულის სახელობის პროზექტურაში გადაასვენეს. დაწყებულია გამოძიება.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















