|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მეეზოვის დღე აღინიშნა (ფოტო)

6 მარტი მეეზოვის პროფესიული დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში ბალახვნის ცენტრში, ე.წ. 100- საფეხურიან კიბეებთან მეეზოვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები" იყო. პროფესიული დღე მეეზოვეებს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ, ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა და საკრებულოს დეპუტატებმა მიულოცეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებთან ერთად ,,სპეციალური სერვისების“ თანამშრომლებს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, სასწრაფო დახმარების და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა მიულოცეს.
ღონისძიებაზე სპეციალური ტექნიკა იყო წარმოდგენილი და ასევე, "სპეციალური სერვისები"-ს მიერ გაწეული საქმინობის ამსახველი ფოტოკოლაჟი გამოიფინა.

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი