ქუთაისში "მემარცხენე ალიანსის" ოფისი გაიხსნა
ქუთაისში „მემარცხენე ალიანსის" პარტიული ოფისი გაიხსნა. პარტიას ქუთაისში თამაზ მახარეიშვილი უხელმძღვანელებს. ოფისი დღეს მემარცხენე ალიანსის ლიდერებმა თანამოაზრეებთან ერთად გახსნეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
"ჩვენი პარტია 24 საათის განმავლობაში მზად არის ხალხის სამსახურში. ქალაქში უამრავი პრობლემა, სოციალური, ეკონომიური. ჩვენ ვეცდებით მოქალაქეებს შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ პრობლემების მოგვარებაში. ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ 2016 წლის არჩევნებში", - აღნიშნა იოსებ შატბერაშვილმა.
საქართველოს მასშტაბით "მემარცხენე ალიანსის" ოცამდე ოფისი ფუნქციონირებს. ქუთაისის პარალელურად დღესვე "მემარცხენე ალიანსის" ოფისები ზესტაფონსა და თერჯოლაშიც გაიხსნა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















