|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, მერიის წინ უნიკალური ჯიშის მცენარეები დააზიანეს

ქუთაისში მორიგი ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა. ამჯერად უცნობმა პირებმა  რუსთაველის გამზირზე,  მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე უნიკალური ჯიშის დეკორატიული მცენარეები დააზიანეს. 

აღნიშნულის გამო ქუთაისის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურმა სამართალდამცავებს უკვე მიმართა. 

მსგავსი ფაქტი ქუთაისში ხშირად ხდება. უცნობმა პირებმა დააზიანეს ელექტრონული ბიბლიოთეკები, ტურისტული მანათობელი სტენდები და ტურისტული ობიექტების მიმართულების აღმნიშვნელი აბრები. 

 

 

 

 

ფოტო:თეონა გიორგაძე

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა