|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მესამე საჯარო სკოლაში ხანძარი ლიკვიდირებულია [PHOTO]

ქუთაისის მესამე საჯარო სკოლაში ხანძარი ლოკალიზებულია.  ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. 

 განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, შენობაში ძლიერი დაკვამლიანება იყო, მეხანძრეებმა ხანძრის დროული ჩაქრობა შეძლეს, რის შედეგადაც ცეცხლი ძირითად შენობას არ გადაედო.

მისი თქმით, მოხდება გამომწვევი მიზეზების შესწავლა და შესაძლებლობისთანავე დაიწყება ზარალის დათვლა,  რის შემდეგაც დაზიანებული ნაწილის რეაბილიატაცია მოხდება.

საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მისვლის პირველივე წუთებში მოხდა დაკვამლიანების წყაროს იდენტიფიცირება. კერძოდ, სკოლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით, 20 კვ/მ-ის ფართობზე გაჩენილი იყო ხანძარი. მისი ქრობის პროცესში, ცეცხლის გავრცელების პრევენციის მიზნით, 7 ავტოცისტერნა და ცოცხალი ძალა ჩაერთო. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია. შესაბამისად, შენობაში მოსწავლეები არ იმყოფებოდნენ.

პოლიციამ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

სკოლა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა