ქუთაისში მესხიშვილის თეატრი ვანდალურად შეღებეს (ფოტო)
ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის ფასადი ვანდალურად შეღებეს. თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნანა ჯაჯაიას განცხადებით, კედელზე წარწერა წუხელ გაჩნდა. ვარდისფერი საღებავით თეატრის კედელი უცნობმა პირმა შეღება.
აღსანიშნავია, რომ მესხიშვილის თეატრი კულტურული მემკვიდერეობის ძეგლს წარმოადგენს. მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლთა ნუსხაში ის "იუნესკომ" შეიტანა. თეატრში აცხადებენ, რომ მერიას თეატრის მიმდებარედ ვიდეო კამერა არ აქვს დამონტაჟებული, რის გამოც ვერ ხდება მსგავსი ფაქტების გაკონტროლება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას თეატრის დირექტორი სულხან გოგოლაშვილი და სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე დღეს, თეატრში, 15. 30 საათზე გააკეთებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
16:27
13:32
16:29
















