|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ახალგაზრდა გოგონას სუიციდის მცდელობა მაშველებმა აღკვეთეს

საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, საღორიის ტყეში ახალგაზრდა გოგოს ვერ პოულობდნენ, რომელსაც, სავარაუდოდ,  სუიციდის მცდელობა ჰქონდა.

ფაქტი დადასტურდა - ტყეში ახალგაზრდა გოგონას თავის ჩამოხრჩობის მცდელობა ჰქონდა.

მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, მოხერხდა გოგონას გადარჩენა. უგონო მდგომარეობაში მყოფი  სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. გოგონას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.  მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

ადგილზე  ქუთაისის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ჯგუფი  მუშაობდა. 

მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა