|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი მამაკაცი გარდაიცვალა

ქუთაისში 18 ივნისს მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი მამაკაცი თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. ქუთაისის დამწვრობის ცენტრის დირექტორის ზურა უგრეხელიძის ინფორმაციით, მამაკაცს სხეულის 85%-იანი დამწვრობა ქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  არსებული ინფორმაციით, წლის მამაკაცმა სახლში ბენზინი მოასხა და ცეცხლი წაუკიდა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაშავდა. 

დღეს დილით ქუთაისი დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა 31 წლის ქალი. აფეთქებაში ეჭვმიტანილის დედა კი მძიმე მდრომარეობაშია. ასევე მძიმეა ათი  წლის გოგონას მდგომარეობაც. 

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე აფეთქება 18 ივნისს მოხდა, რის შედეგადაც შვიდი ადამიანი დაშავდა. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა