"ქუთაისში მომხდარ ინციდენტს აფეთქებასთან საერთო არაფერი აქვს"
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ინციდენტის აფეთქებად შეფასებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმ კვების ობიექტის მეპატრონე, სადაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება "ნიუპრესის" კორესპონდენტი. როგორც მას ობიექტის მეპატრონემ განუცხადა, შენობაში წყლის "დასაგაზი" აპარატურას მილი მოძვრა, წნევამ შენობის შინა ინტერიერის დაზიანება გამოიწვია. დაშავდა სამი ადამიანი. მეპატრონს განცხადებით, იქ რომ აფეთქება მომხდარიყო, ვერავინ გადარჩებოდა. მან საკუთარი ვინაობის დასახელება არ ისურვა.
როგორც ნიუპრესს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე აფეთქებას მართლაც არ ჰქონია ადგილი. გაზის ბალონიდან გაჟონვა მოხდა, რა დროსაც მსუბუქად დაშავდა 3 ადამიანი. დაშავებულები გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებებში. მისი მომხდარი ფაქტის შესახებ აღიძრა საქმე 188-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობას გულისხმობს.
სახაჭაპურე, რომელშიც შემთხვევა მოხდა, ჭავჭავაძის პროსპექტზე, ყვავილების ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ ორი კვირის გახსნილი იყო.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















