ქუთაისში აფეთქების შედეგად დაზარალებულები მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ
ქუთაისში 18 ივნისს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულები მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ავტომშენებლის 14 ნომერში მცხოვრებელების განცხადებით, დაზიანებული ბინების აღდგენა და ნარჩენების გატანა არ მომხდარა. მათი თქმით, დახმარების თქხოვნით რამდენჯერმე მიმართეს მერიას, თუმცა უშედეგოდ. როგორც ერთ-ერთი დაზარალებული მირზა მაჩიტიძე აცხადებს, მათ მერია მხოლოდ 1000 ლარს სთავაზობს, თუმცა ამ დრომდე ისიც არ მიუღიათ.
"ჩემი ბინა იმდენად დაზიანდა, რომ ცხოვრება შეუძლებელია. მერიამ ერთი თვით გაგვიყვანა და სად შეგვიყვანეს ეს მეორე საკითხია. ვითხოვთ დახმარებას, რომ ერთი თვის შემდეგ ბინაში დაბრუნება შევძლოთ. დაზიანებულია ჭერი, იატაკი, ფანჯრები, გაჭვარტლულია მთელი ბინა,. ტოქსიკური ნარჩენებია, ალერგია დაგვემართა აქ მცირე ხნით შემოსვლით და სულ აქ, როგორ უნდა ვიცხოვროთ? მივმართეთ მერიის მაოდგილეს და მითხრა, რომ ის ვერ გადაწყვეტდა. მივმართეთ მუნიციპალიტეტის თავმჯდომარეს და თანხები არააო, რას გვიპირებენ, ჩვენ პენსიონერები ვართ და როგორ შევძლებთ ჩვენი ძალებით ამის აღდგენას, პრემია-დანამატებისთვის თუ არის ფული, ხალხისთვის არაა? 1000 ლარს მოგცემთო, ჯერ ისიც არ მოუციათ და ეს თანხა რაში გვეყოფა, სახლი მთლიანად განადგურებული"-აცხადებს მირზა მაჩიტიძე.
ადგილობრივების თქმით, მერიის წარმომადგენლები რამდენჯერმე იყვნენ ადგილზე, თუმცა რეალური სამუშაოები არ დაწყებულა. დარჩენები არც იმ ბინიდან გაუტანიათ, რომელშიც აფეთქება მოხდა.
ადგილობრივები მერიას პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე დღეს აძლევენ, რის შემდეგაც გეგმავენ რადიკალურ ზომებს მიმართონ.
აფეთქების შედეგად დაახლოებით რვა ოჯახი დაზარალდა. განსაკუთრებით რთულია რამდენიმე ბინის მდგომარეობა. მერიამ ორი ოჯახი გაიყვანა, სხვებმა საკუთარი სახსრებით მოახერხეს სხვაგან გადასვლა.
მერიის განცხადებას მოგვიანებით მოგაწვდით.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















