ქუთაისში მომხდარი ჩხუბის ფაქტზე „ქართული ოცნების“ და "ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაკითხეს
ქუთაისის საკრებულოში მომხდარ ჩხუბის ფაქტზე „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გია უკლება და გიგა შუშანია დაკითხეს.
როგორც გიგა შუშანია აცხადებს, მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით სამართალდამცველებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მისივე განცხადებთ, ისინი მუხლის გადაკვალიფიცირებას და კიდევ ერთი მუხლის დამატებას მოითხოვენ, რაც პოლიტიკურ საქმიანობაში ხელისშეშლას გულისხმობს.
გიგა შუშანიას განმარტებით, უმრავლესობის დეპუტატები მოითხოვდნენ, რომ გია უკლება საკრებულოს სხდომას არ დასწრებოდა.
საგამოძიებო უწყებამ დაპირისპირებაში მონაწილე მმართველი გუნდის წარმომადგენლებიც დაკითხა, თუმცა ისინი კომანტარს არ აკეთებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ეტაპზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
გუშინ ქუთაისის საკრებულოში მმართველი გუნდის წარმომადგენლებს და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს გიორგი უკლებას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















