ქუთაისში მოსახლეობა მშენებლობის შეჩერებას ითხოვს
ქუთაისში, ჭავჭავაძის #58-ში მცხოვრებლები, საცხოვრებელ კორპუსთან მშენებლობას აპროტესტებენ. როგორც მოსახლეობა აცხადებს, მშენებლობის გამო მათ ტერიტორიის პრობლემა ექმნებათ. ფართი დაიკარგება. ასევე, გაუქმდება ხედი ფანჯრებიდან, ვინაიდან მშენებლობა საცხოვრებელ კორპუსთან რამდენიმე მეტრის დაშორებით მიმდინარეობს.
ადგილობრივები მშენებლობის ხელის შეშლის მიზნით ადგილზე 24 საათიან მორიგეობას გეგმავენ. დღეს მათ გამაფრთხილებელი აქციაც გამართეს და ქუთაისის მერიას მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მიმართეს.
შენობა სახელმწიფოს საკუთრება იყო. როგორც შ.პ.ს. საინვესტიციო კომპანიის დირექტორი ნანი ჩაჩანიძე აცხადებს, მათ მიწის ნაკვეთი ფინანსთა სამინისტროდან შეიძინეს. მისივე თქმით, მოსახლოებასთან საკითხს კიდევ ერთხელ გაივლიან და შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებენ მოთხოვნებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















