მუნიციპალური განვითარების ფონდი მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციას იწყებს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციას იწყებს.
განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს პარკის საერთო ტერიტორიის კეთილმოწყობას, საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, ახალი გამწვანების ზოლების გაშენებას, მცირე არქიტექტურული ნაგებობების განთავსებას და განათების სისტემის განახლებას. ასევე, დაგეგმილია ბავშვთა და სპორტული ზონების, საპიკნიკე სივრცეების, ამფითეატრისა და წყლის სარკეების მოწყობა.
განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ისე ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის.
ავტორი: