|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

15 ოქტომბერს "მოწამეთობა" აღინიშნება

"მოწამეთობა" ერთ-ერთ ყველაზე სახალხო დღესასწაულადაა მიჩნეული.

ამ დღეს მრევლი მოწამეთის  დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძარში შეკრებას დილიდანვე იწყებს,  სადაც ტრადიციულად, საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. 

ამ დღის აღსანიშნავად მორწმუნენი იმერეთში საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც ჩადიან. მათ შეუძლიათ გაიარონ მოწამეთას ტაძრის გვირაბში, სადაც, ტრადიციულად, სურვილის ჩაფიქრების შემდეგ პატივს მიაგებენ დავით და კონსტანტინეს წმინდა ნაწილებს.

გადმოცემის თანახმად, მოწამეთის  ტაძარი სწორედ იმ ადილზე აგებული, სადაც  არგვეთის მთავრები დავით და კონსტანტინე  მურვან ყრუს შემოსევის დროს აწამეს.

დღესასწაული, ტრადიციულად, 15 ოქტობბერს აღინიშნება. 

მორწმუნეებს ტაძრისაკენ გადაადგილება ქუთაისიდან მთელი დღის განმავლობაში ქალაქის მიერ გამოყოფილი  უფასო  ტრანსპორტით შეუძლიათ. 

 

მოწამეთას მომასტერი წყალწითელას ულამაზეს ხეობაში მდებარეობს. მისი სილამაზე   ქუთაისელმა ოპერატორებმა დათო მირზაშვილმა და გია დვალიშვილმა სპეციალურ ვიდეოში აღბეჭდეს, რომელსაც  "მოწამეთა ფრინველის სიმაღლიდან" ქვია.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა