ქუთაისში მშენებარე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა
ქუთაისში მშენებარე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფოტოებს სოციალურ ქსელში "მუხნარის ტერიტორიული ერთეული" აქვეყნებს.
"ასე გამოიყურება ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის სამშენებლო ობიექტების ერთი ნაწილი დღეის მდგომარეობით"- ნათქვამია მერიის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფოტოებზე ჩანს, რომ კორპუსის 5 სართული უკვე აშენებულია.
ცნობისთვის, სამშენებლო მოედანი შემოსაზღვრულია და ჟურნალისტებისათვის ტერიტორიის გადაღება შეუძლებელი.
მას შემდეგ, რაც საკითხით დავინტერესდით, ფოტოები სოციალური ქსელიდან აიღეს.
ბოლო ინფორმაციით, პირველ სტუდენტებს სასწავლებელი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღებს.
პირველ ეტაპზე უნივერსიტეტში 1000 სტუდენტის მიღება იგეგმება. დასაწყისისათვის სამი სპეციალობა იქნება: მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები და მენეჯმენტი იქნება.
ამავდროულად, გაგრძელდება უნივერსიტეტის მშენებლობის პროცესი, ვახტრტანგ ცაგარელის თქმით: " წლიდან წლამდე იქნება პროგრესი, როგორც არქიტექტურულ ნაწილში, ასევე პროგრამებში და სპეციალობებში, სპეციალობების რაოდენობა 20 - 25-მდე გაიზრდება და ეს იქნება არა ტექნოლოგიური, არამედ ფართო პროფილის, მაღალი რანგის მსოფლიო დონის უნივერსიტეტი".

"ქუთაისში იქნება არა ტექნოლოგიური, არამედ ფართო პროფილის, მსოფლიო დონის უნივერსიტეტი"
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















