|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მთავარ ნაძვის ხეს აწყობენ

ქუთაისში საახალწლო სამზადისი დაიწყო. რამდენიმე ქუჩაზე  უკვე დამონტაჟდა საახალწლო განათებები.

 ქალაქის განათებებისა და მორთვისთვის 150 000 ლარია გამოყოფილი. თანხა სამ ნაწილად  უნდა გაიყოს. ძველი აქსესუარების აღდგენა- მონტაჟისთვის 79 000 ლარია განსაზღვრული. ახალი აქსესუარების შეძენა- მონტაჟისთვის 49 000.

 ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მოსართვად 20 000 ლარი.

ქუთაისი ახალ წელს ისევ ძველი ნაძვის ხით შეხვდება. ნაძვის ხის ანთება 30 დეკემბერსაა დაგეგმილი.

მთლიანად საახალწლო ღონისძიებებისთვის 250 ათას ლარამდე დაიხარჯება.  

ავტორი: ანუკა ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა