ქუთაისში „მურალ ფესტის“ ფარგლებში წელს ოთხი კედელი მოიხატა
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, პროექტის „მურალ ფესტი“ ფარგლებში წელს 4 კედელი მოიხატა.
პროექტი ქალაქის მერიის მხარდაჭერით, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით, 2023 წლიდან ხორციელდება.
„პროექტის ფარგლებში ცნობილი მხატვრების მიერ უკვე 15-ზე მეტი კედელი მოიხატა.
წელს, უკვე ტრადიციად ქცეული ფესტივალის ფარგლებში, მოიხატა 4 კედელი. მურალები მორგებულია არქიტექტურულ გარემოს, ტურისტულ მიმართულებებს, თანამედროვე სტილს და მოიცავს ფოლკლორულ ელემენტებს, ლიტერატურულ, სტილიზებულ ფლორალურ არტსა და ნატურმორტის თემატიკას“, - აცხადებს ქუთაისის მერია.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა