სიყვარულის ისტორია - ქუთაისში მხატვრული ფილმის გადაღებები მიმდინარეობს
ქუთაისში მხატვრულ ფილმს იღებენ. გადაღებები ამ დროისათვის "თეთრ ხიდზე" მიმდინარეობს, რის გამოც ხიდზე გადაადგილება დროებით შეფერხებულია.
"ნიუპრესი" ფილმის პროდიურესებს მარიამ შატბერაშვილს და ქეთევან ყიფიანს ესაუბრა. პროდიუსერების თქმით, ფილმი სიყვარულის ისტორიაა, რომელიც ქუთაისში ვითარდება, მას ახალგაზრდა რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე იღებს.
"ჩვენ ვიღებთ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, რეჟისორია ალექსანდრე კობერიძე, ბერლინის კონოაკადემიის სტუდენტი, ეს მისი სადიპლომო ნამუშევარი იქნება. ეს არის სიყვარულის ისტორია, რომლის სიუჟეტი ქუთაისში ვითარდება, გადაღების მთავარი ლოკაცია თეთრი ხიდია. ფილმში მრავლად იქნება ქუთაისის ხედები და ეს ძალიან კარგად წარმოაჩენს ქალაქს"- განაცხადეს პროდიუსერებმა.
მათი თქმით, გადაღებებში დაკავებული არიან ქუთაისელი მსახიობები, რაც შეეხება მთავარი როლების შემსრულებლებს, 4 მთავარი როლიდან ორს ქუთაისელები ასრულებენ.
მთავარი როლის შემსრულებელი გოგონა ქუთაისელი არაპროფესიონალი მსახიობი ანი ქარსელაძეა, ასევე ქუთაისელია მეორე მთავარი როლის შესრულებელი გიორგი აბულაძე.
როგორც პროდიუსერებმა განაცხადეს, ფილმისათვის მსახიობების შერჩევა მესხიშვილის თეატრში ჩაატარეს, თუმცა მათდა გასაკვირად, ახალგაზრდა გოგონები ქასტინგზე არ მივიდნენ.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















