ქუთაისში მძღოლებმა "პარკინგ სერვისის" წინააღმდეგ აქცია გამართეს(VIDEO)
პარლამენტთან მძღოლების აქცია გაიმართა, რომელსაც ორგანიზება პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ გაუკეთა. აქციაზე შეკრებილი მძღოლები, „პარკინგ სერვისის “ ჯარიმებს აპროტესტებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ "პარკინგ სერვისი" უკანონოდ აჯარიმებს მძღოლებს.
„მანქანა ვერ დამიყენებია, გააჩერებ და დაგაჯარიმებენ ეგრევე. სადაა, რომელ ქვეყანაშია ასე? 10 ლარამდე რომ ვიშოვო დღეში, 20 ლარი ჯარიმა უნდა გადავიხადო? ასეთი უსამართლობა არსად მინახავს",- აღნიშნა ავთანდილ სურგულაძემ. გოგი წულაია მოითხოვს გაუქმდეს მერიის მიერ შექმნილი შპს "პარკინგ სერვისი". ის ასევე ახალი ტენდერის გამოცხადებას ითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები აქციის მონაწილეები გზების გადაკეტვით და მასშტაბური აქციებით იმუქრებიან.
"ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, იმ შეთხვევაში თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები, დავიწყებთ მრავალრიცხოვან აქციებს, რომ შევაჩეროთ უკანონობა",- აღნიშნა წულაიამ.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტიდან ქალაქის ცენტრალურ მოედნამდე მანქანების სინგნალების თანხლებით მსვლელობა გამართეს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















