ქუთაისში ნადია სავჩენკოს მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში უკრაინელი მფრინავი ქალის, ნადია სავჩენკოს მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სავჩენკოს გათავისუფლებას მოითხოვენ.
"სავჩენკო არის პუტინის პირადი პატიმარი და ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ და დაიცვან ახალგაზრდა უკრაინელი ქალის უფლებები. ვუერთდებით მასშტაბურ აქციას, რადგან პუტინს დავანახოთ, რომ ის არ არის მსოფლიოს მმართველი",– აღნიშნა ხატია ბაღიშვილმა.
აქციაზე პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც იმყოფებოდნენ.
"მსოფლიოს ბევრ ქალაქში იმართება დღეს ნადიას მხარდასაჭერი აქცია და რა თქმა უნდა, ქუთაისი არ ჩამორჩებოდა. მიხარია, რომ დღეს აქ შეიკრიბა ძალიან ბევრი ახალგაზრდა. ქუთაისი ისევე როგორც ბევრი სხვა ცივილიზებული ნაწილი მხარს უჭერს საერთო მაჯისცემას და გამოხატავს თავის პროტესტს ამ უსამართლობის მიმართ",– აღნიშნა გია თევდორაძემ პარლამეტის "ნაციონალმა" დეპუტატმა.
აქცია "გლობალური ინიციატივა თავისუფლება სავჩენკოს" ფარგლებში გაიმართა, რომელიც მსგავსი დემონსტრაციები მსოფლიოს დიდ ქალაქებში და მათ შორის ქუთაისშიც მოაწყო.
ნადია სავჩენკოსათვის რუსეთის პროკურატურა 23 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. მას ბრალად ორი რუსი ჟურნალისტისა და რამდენიმე რუსეთის მოქალაქის მკვლელობა ედება. სავჩენკო აღმოსავლეთ უკრაინაში მოხალისეთა დანაყოფში პილოტად მსახურობდა. ის რუსმა სამართალდამცავებმა 2014 წლის ივნისში დააკავეს და 20 თვეზე მეტია პატიმრობაში იმყოფება. 3 მარტს ნადია სავჩენკომ შიმშილობა დაიწყო.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















