|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ნანა კოსტავას საწინააღმდეგო სტიკერები - „ნანა წადი“ გააკრეს

ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტებმა მერიისა და მონპლაზირის მიმდებარედ პოსტერები მოწოდებით "ნანა წადი"  გააკრეს. პოსტერზე ასევე დატანილია ბარკერის დისა და მაია ასათიანის შვილის გარდაცალების დროს კოსტავას მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი განცხადებები. ასევე პოსტერზე მითითებულია საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ კანონის მე-11 მუხლი.
აქტივისტების თქმით, საჯარო სივრცეში დისკომფორტის შექმნას მანამდე განაგრძობენ, სანამ კოსტავა საკრებულოდან წასვლის გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
"როგორც დავაანონსეთ, საჯარო სივრცეში დისკომფორტის შექმნას ვაგრძელებთ. #ნანა წადი–ამ მოწოდებით უკვე გავაკარით პლაკატები. ნანა კოსტავამ უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა, რომელიც საჯარო სამსახურში მომუშავე პირს აკისრია. მან, როგორც პოლიტიკოსმა უნდა აგოს პოლიტიკური პასუხი. არ დავუშვებთ სიძულვილის ენით გვესაუბროს საჯარო პირი. სამწუხაროა, რომ ამ დრომდე ვერ იაზრებს მისი განცხადების შინაარსის სიმწვავეს მისივე სტატუსიდან გამომდინარე. ქალბატონო ნანა თქვენს წასვლას საკრებულოდან ნუ გაწელავთ დროში. რაც დროულად მიიღებთ გადაწყვეტილებას, მით მალე დასრულდება ჩვენი მხრიდან თქვენი, როგორც საკრებულოს წევრის მიმართ დისკომფორტის შექმნა" -განაცხადა გვანცა თოთაძემ.
 
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტებმა 30 მაისს დაიწყეს აქციები მოწოდებით "ქუთაისის საკრებულო ნანა კოსტავად გარეშე". ამ დრომდე მათ ჩაატარეს სამი აქცია და ჰქონდათ შეხვედრა საკრებულოს წევრებთან, რომლებსაც ნანა კოსტავას განცხადებაზე საჯაროდ პოზიციის დაფიქსირება სთხოვეს. სამოქალაქო სექტორი მანამდე აპირებს სხვადასხვა აქტივობის გამართვას, სანამ კოსტავა საკრებულოს წევრი იქნება.
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა