|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ტროტუარებს და გაზონების ადგილებს სამშენებლო ნარჩენებით ავსებენ

ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე გაზონების ადგილები და ტრორუარები საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებით ივსება. ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. ფოტოებზე ჩანს, ნახევრად რეაბილიტირებული ტროტუარები და გაზონები, რომელთაც  ახალი დანიშნულება მოუძებნეს. 

გაზონების ადგილი, რომლებიც წესით მიწით უნდა შევსებულიყო, სავარაუდოდ, ნარჩენებს მოქალაქეები  ყრიან.  ქალაქში სამშენებლო ნარჩენების გატანა დასუფთავების სამსახურის ვალდებულება არ არის ამიტომ  ნარჩენების ტრანსპორტირება თავად მოქალაქემ უნდა უზრუნველყოს. აღსანიშნავია, ისიც, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენების ქალაქის ნაგავსაყრელზე შეტანა არ შეიძლება, რის გამოც მოსახლეობა ქალაქის მიმდებარედ ახდენს თვითნებურად განთავსებას. 

მერიაში განმარტავენ, რომ მომხდარზე დაიწყება მოკვლევა, ვის მიერ მოხდა ნარჩენების დაყრა. დამნაშავე პირებზე "ნარჩენების მართვის კოდექსით" გათვალისწინებული ჯარიმები ამოქმედდება.

 

 

 

ფოტოები: მოძრაობა ჟურნალისტები მშვიდობისათვის

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა