|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ნიჩბოსნობის საერთაშორისო რეგატა მოეწყო (ვიდეო)

ქუთაისში ნიჩბოსნობის  საერთაშორისო რეგატა მოეწყო. პირველობისთვის ოლიმპიურ  სახეობებში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები შეეჯიბრნენ. საერთაშორისო რეგატაში მონაწილეობას სულ  9 გუნდი იღებს, აქედან 7ქართული  და 2 უცხოური. 

"წელს ქუთაისს, აზერბაიჯანელი და სომეხი  სპორტსმენები ესტუმრნენ, ასევე  საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები. ნიჩბოსნობა ძალიან პოპულულარული სპორტია  და მიხარია, რომ მოხდა მისი ორგანიზება. ჩვენ შემდეგისთვის უფრო მასშტაბურ საერთაშორისო ტურნეს ვგეგმავთ, რომელსაც  კავკასიის ღია პირველობა დაერქმევა",-აღნიშნა  ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ირაკლი კიკვაძემ.

შეჯიბრება დღეს  დაიწყო და ხვალ დასრულდება.

  ღონისძიება ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ეწყობა.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი, ხატია ბანძელაძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა