|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ავსტრიის ელჩი იმყოფება

ქუთაისში ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში არად ბენკო იმყოფება.

ავსტრიელი დიპლომატი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მიიღო.  მერიის  ინფორმაციით, ელჩმა ქართული და ავსტრიული უნივერსიტეტების  დამეგობრების სურვილი გამოთქვა.  ისაუბრა  განათლების კუთხით გამოცდილებების გაზიარების მნიშვნელობაზე.  ამასთან,  არად ბენკო ქუთაისის საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა.

ქუთაისის მერთან შეხვედრის შემდეგ ავსტრიის ელჩი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნისვერსიტეტში მივიდა, სადაც ევროპული ღირებულებების შესახებ სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია გამართა.

ავსტრიის საელჩო საქართველოში ახლახანს გაიხსნა. დიპლომატის გაცნობითი ხასიათის ვიზიტი ქუთაისში პირველია.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა