"ქუთაისში "ოქროს საწმისი" დაბრუნდა"
ქუთაისში ახალი ჰოსტელის ტიპის სასტუმრო გაიხსნა, რომელსაც ისტორიული სახელი „ოქროს საწმისი" აქვს. ჰოსტელის მშენებლობაში 120 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო და ადგილზე 30-მდე ადამიანია დასაქმებული.
სასტუმროს გახსნის ცერემონიალს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სასტუმრო კერძო ბიზნესს წარმოადგენს, სადაც 120 000 ლარის ინვეტიცია განხორციელდა. როგორც დაწესებულების მეპატრონე ბესო მიქელთაძემ განაცხადა, გრძელდება სარემონტო სამუშაუები, რის შემდეგაც ჰოსტელს კიდევ ერთი ფლიგელი, აუზი და საუნა შეემატება.
"პირველ რიგში, ვიტყვი, რომ "ოქროს საწმისი" დაუბრუნდა ქუთაისს და მის სახით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატა ქალაქს. ჩვენ ამ სასტუმროს მშენებლობაში 120 000 ლარამდე ინვესტიცია ჩავდეთ. ის გათვლილია ტურისტებზე და ასევე მოემსახურება ქალაქში ჩამოსულ სპორტულ ჯგუფებს. არის საშუალო ბიუჯეტიანი. ამ დროისთვის სასტუმროს ნაწილი გაიხსა, თუმცა მიმდინარეობს ნაწილის რეაბილიტაცია და ჯამში 120 სტუმარს მოემსახურება. შეიქმნება 50–მდე სამუშაო ადგილი", –განაცხადა სასტუმროს ერთ–ერთმა მფლობელმა ბესო მიქელთაძემ.
ქალაქის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ ქალაქში განხორცილებული ინვესტიციით 30–მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
"მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის სასტუმრო გაისნა ქუთაისში, რაც გათვლილია საშუალობიუჯეტიან მომხმარებელზე. ქალაქში ჩამოსულ ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ ამ სასტუმროს მომსახურებით. რაც ყველაზე მთავარია, ქალაქში შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმდა 30–მდე ადამიანი და მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. ჩვენის მხრივ, მხარს დავუჭერთ მსგავს წამოწყებებს და ყველა პროექტს, რომელიც ქალაქში ინვესტიციას განახორციელებს"–განაცხადა შოთა მურღულიამ.
სასტუმრო "ოქროს საწმისი" ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ნომრის ღირებულება – 20 ლარია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















