ქუთაისში ოქროსა და ვერცხლის მედალი 272-მა მოსწავლემ მიიღო
ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში, ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შემდეგ, ქალაქის მასშტაბით ყველა სკოლიდან, ოქროს და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოვეს.
დაჯილდოებას ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, ქალაქის მაჟორიტარი-დეპუტატები გენადი მარგველაშვილი, დიმიტრი მხეიძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
"პირველ რიგში, მინდა, ახალგაზრდებს წარმატება მივულოცო. მისასალმებელია, ის ფაქტი, რომ ჩვენს ქალაქში 272- მა მოსწავლემ მიიღო ოქროსა და ვერცხლის მედლები. მინდა მათ დიდი წარმატება ვუსურვო"- განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


22:02
17:22
16:31
















