|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ოთარ ქანდარიას მემორიალური დაფა გაიხსნა

 დღეს ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ იმერეთში სახელმწიფო–რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილთან ერთად ოთარ ქანდარიას მემორიალური დაფა გახსნა.

დღესვე ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველმა ვაჟა ჯუღელმა, მმართველის მოადგილე ბაია კოღუაშვილთან, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატ მერაბ კვიცარიძესთან და ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატ გენადი მარგველაშვილთან ერთად კონკურს „ ქართული ხელნაწერის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.

ღონისძიება ცნობილი ქუთაისელი მხატვრის, ოთარ ქანდარიას სახელოსნოში გაიმართა. საპრიზო ადგილის მფლობელებს სერთიფიკატები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ : I ადგილი - 300 ლარი; II ადგილი - 250 ლარი; III ადგილი - 200 ლარი; ,,ჟიურის სიმპატია’’ - 150 ლარი.

I ადგილი - მაკა ბარდაველიძე - N1 საჯარო სკოლა - მასწავლებელი;
II ადგილი - ნანა ლეჟავა - მ. ჭოხონელიძის საავტორო სკოლა - მასწავლებელი;
III ადგილი - ქეთევან მინდიაშვილი - მ.ჭოხონელიძის საავტორო სკოლა - მასწავლებელი;
I ადგილი - თორნიკე კოპალიანი - კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მოსწავლე;
II ადგილი - მარიამ ტეფნაძე - N15 საჯარო სკოლის მოსწავლე;
III ადგილი - რიმა მაჭარაშვილი - N24 საჯარო სკოლის მოსწავლე;

  საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე ოთარ ქანდარია მუშაობდა დაზგურ და წიგნის გრაფიკაში. აქვს გრაფიკული სერია „ქართული ისტორიული ძეგლები“.  "ჟღერს ქვის ჰარმონია" -ამ სახელწოდებით 2006 წ. გელათის სამონასტრო კომპლექსის დაარსების 900 წლისთავთან დაკავშირებით, ამ სერიის საუკეთესო ნიმუშები გამოვიდა ალბომად. მისი გაფორმებულია 200-ზე მეტი წიგნი.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა