ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან ქვეწარმავლები მომრავლდნენ
ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან ქვეწარმავლები იპოვეს. თვითმხილველების თქმით, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია დაბინძურებულია, რის გამოც ქვეწარმავლები მომრავლდნენ.
“პარლამენტი რომ ფუნქციონირებდა, მაშინაც არ უვლიდნენ ტერიტორიას, ახლა მეტადაა დაბინძურებული. ქვეწარმავლები მომრავლდნენ და ქვებით მოვკალით. აქ ბავშვები დადიან და საშიშია. სხვა თუ არაფერს აკეთებენ, გათიბონ და გააწმინდონ ”-აცხადებენ თვითმხილველები.
2019 წლიდან პარლამენტი თბილისში გადავიდა, ყოფილი შენობა ამ დრომდე უფუნქციოდ არის დარჩენილი.
ტერიტორიის დასუფთავებას პერიოდულად როგორც თავად აცხადებებდნენ, კეთილი ნების ფარგლებში, ქალაქის შესაბამისი სამსახური ახდენდა. მათი განმარტებით, ტერიტორიის დასუფთავება მათ მოვალეობაში არ შედის.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















