ქუთაისში პლასტმასის გადამუშავების 2 ქარხნისა და ავეჯის საწარმოს გახსნა იგეგმება
ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის (თიზ-ი) ტერიტორიაზე პლასტმასის გადამუშავების 2 ქარხნისა და ავეჯის საწარმოს ამოქმედება იგეგმება.
როგორც ჰუალინგის წარმომადგენლებმა ქუთაისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, 2019 წელს ხელი მოეწერა და ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების შემდეგ დაიწყება პლასტმასის გადამამუშავებელი 2 ქარხნისა და ავეჯის საწარმოს ფუნქციონირება.
ჰუალინგ ქუთაისის წარმომადგენლის ზაზა ნუცუბიძის განცხადებით, კომპანია ახალი ინვესტორების შემოყვანას გეგმავს.
"ავეჯის საწარმო უახლოეს პერიოდში ამოქმედდება, სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და თითქმის გადაწყვეტილია, რომ კიდევ ერთი კომპანია შემოვა ინდუსტრიულ ზონაში, რომელიც ექსპორტზე იმუშავებს. გარდა ამისა, მიდის მოლაპარაკება გადამამუშავებელ კომპანიასთან, ასევე ჩინურ ინვესტიციაზეა საუბარი. პლასტმასის საწარმოს ამოქმედდება ჯერჯერობით დაკავშირებულია ინფრასტრუქრურის მოწყობის საკითხებთან", - განაცხადა ზაზა ნუცუბიძემ "ნიუპრესთან" საუბარში.
როგორც ცნობილი გახდა, თიზ-ი განვითარების მასშტაბებიდან გამომდინარე, არსებული ტერიტორიის გაფართოებას გეგმავს. აღნიშნულ საქმეში იმერეთის მხარისა და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლები ჰუალინგ ჯგუფის წევრებს თანამშომლობასა და დახმარებას დაპირდნენ.
ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიულ ზონაში ფუნქციონირებს ხის, ავეჯის, ქვის გადამამუშავებელი ქარხნები, სამშენებლო მასალების, ფერო-შენადნობების, სპირტის საწარმოო პროექტები, ასევე IT და სავაჭრო კომპანიები.
შეგახსენებთ, „ჰუალინგ ჯგუფი" ქუთაისში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას ფლობს, რომელიც 36 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, სადაც სპეციალური საგადასახადო რეჟიმი მოქმედებს.
ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას თიზ-ის სტატუსი 30 წლით, 2045 წლამდე განესაზღვრა. აღნიშნული საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 მარტის დადგენილებითაა განსაზღვრული.
თიზ-ის ფუნქციონირების დაწყებიდან მთელი პერიოდის განმავლობაში, მასში დასაქმებულთა, მათ შორის მუდმივად დასაქმებულთა, არანაკლებ 75% საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.
სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების მიხედვით, „ჰუალინგ ჯგუფმა“ თიზ-ში 40 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ფოტო: არქივი
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















