ქუთაისში ქართულ - გერმანული ცენტრის ინიციატივით საქველმოქმედო აქცია გაიმართება
7 აპრილს, 12 საათზე ბატონი გერჰარდ მიულერის ინიციატივითა და ქართულ-გერმანული ცენტრის ორგანიზებით, ნიღბების თეატრში გაიმართება უკვე ტრადიციულად ქცეული აქცია, რომლის ფარგლებშიც 300-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცემათ საკვები პროდუქტები. ღონისძიებაში მონაწილოებას მიიღებს ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე.
ქუთაისში არსებული ქართულ-გერმანული ცენტრის ხელშეწყობით, უკვე 10 წელია, რაც გერჰარდ მიულერის ოჯახი გერმანიის ქალაქ ვადერნიდან ეხმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებს საქართველოში. ბატონი მიულერი და მისი მეუღლე არა მხოლოდ თავად ეწევიან საქველმოქმედო საქმიანობას, არამედ თავისი მეგობრებიც აქტიურად ჩართეს ქართული მხარისადმი დახმარების პროცესში. თავისი მრავალწლიანი საქველმოქმედო საქმიანობის გამო მიულერებს ქუთაისის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭათ. გერჰარდ მიულერი აგრეთვე არის გერმანიის უმაღლესი ჯილდოს ღირსების ჯვრის ორდენის მფლობელი. შარშან, საკვები პროდუქტების სახით გერმანული მხარის დახმარება 300-მდე ოჯახმა მიიღო. გარდა ამისა, მიულერებისა და მათი სამეგობროს ხელშეწყობით, წლების განმავლობაში 30-მდე ოჯახი ყოველთვიურად ფულად დახმარებას იღებს.
[R]
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















