ქუთაისში ქართულ ოცნებას უპრეცედენტოდ დაბალი, 20% მხარდაჭერა აქვს - გია თევდორაძე
ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში "ქართული ოცნების" დაბალ რეიტინგზე საუბრობს. ოპოზიციური გაერიანების წარმომადგენელმა გია თევდორაძემ ქალაქში არსებულ განწყობებზე ისაუბრა და განმარტა, რომ მმართველი გუნდის მხარდაჭერა მხოლოდ 20%-ია.
მისი თქმით, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი კონსოლიდირებულ ბოიკოტს გამოუცხადებს "ქართულ ოცნებას".
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მაგალითად "ქართული ოცნების" მხარდამჭერი კონცერტი მოჰყავს და ამბობს, რომ მიუხედავად მობილიზებისა, მმართველმა გუნდმა მოქალაქეების შეკრება ვერ მოახერხა.
"წინასაარჩევნო გარემო აქტიურ ფაზაშია, ჩვენი აქტივისტების მიერ დაიწყო წინასწარი მონაცემების აკრება და სახეზეა, რომ ქუთაისში არის კონსოლიდირებული პროტესტი. უპრეცედენტოდ დაბალი, 20%-ია მართველი გუნდის მხარდაჭერა. 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ბოიკოტს გამოუცხადებს "ქართულ ოცნებას", რომელსაც ქვეყანა რუსეთისკენ მიყავს. გუშინ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კონცერტზე უპრეცედენტოდ დაბალი რაოდენობა მივიდა მოსახლეობის, მიუხედავად მობილიზებისა. 33 დღეში მოხდება ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელი ცვლილება", - განაცხადა გია თევდორაძემ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა