|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნიკეასა და ავანგარდის შემაერთებელი გზის რეაბილიტაცია იწყება

ქუთაისში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერია ტენდერს აცხადებს.  ნიკეასა და ავანგარდის დასახლების დამაკავშირებელი გზის მშენებლობის მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვისთვის მერიამ  2 816 448 ლარი გამოყო.

შემაერთებელი გზა სულხან-საბა ორბელიანის გამზირს კონსტანტინე გამსახურდიას, თაბუკაშვილისა და შევჩენკოს ქუჩების გავლით  დაუკავშირდება.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  უნდა უზრუნველყოს გზის მშენებლობა ხელშეკრულების დადებიდან 360 კალენდარული დღის ვადაში. ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების დადებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.

მერია მონაწილეთათვის პირობებს აცხადებს, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს ა/ბეტონის გზის კაპიტალური სამუშაოები, რომლის მოცულობა მიმდინარე წლის და ბოლო 3 წლის განმავლობაში არ უნდა იყოს სატენდერო თანხის 120%-ზე ნაკლები. 
ჰქონდეს ინფორმაცია შესრულებულ ანალოგიური სამუშაოებზე და წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამ დროისთვის უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო მანქანა-მექანიზმების ჩამონათვალი (იჯარის შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულების დასრულების ვადა არ უნდა იყოს სამუშაოების დასრულების ვადაზე ნაკლები).

სამუშაოები მომავალი წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს,  რის შემდგედაც ნიკეას ქუჩა სულხან- საბას გამზირს ახალი გზით დაუკავშირდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა