|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში წყალდიდობის ადრეული შეტყობინების სისტემა დამონტაჟდება

გაეროს ეროვნული სააგენტოს უფროსის ტატო ბერიძის ინფორმაციით, სპეციალური რადარი ქუთაისში დამონტაჟდება. მისი თქმით,  დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი წყალდიდობის   შესახებ   შეტყობინებას  ქუთაისიდან  მიიღებენ. 

"ეფექტურად მოქმედი ადრეული შეტყობინების  სისტემის არსებობის პირობებში მნიშვნელოვნად შემცირდება  წყალდიდობისგან მიყენებული ზარალი.  ამ მიზნით მდინარე რიონის აუზში განახლდა ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელი, ხოლო ზოგიერთ ტერიტორიაზე დაემატა ახალი სადგურები.   ადრეული შეტყობინების  სისტემა, სავარაუდოდ, ქუთაისში დამონტაჟდება",- აღნიშნა  ბერიძემ.

ადრეული შეტყობინების  სისტემა  რადარისთვის ფინანსები უკვე გამოყოფილია.  

ავტორი: ანი ლიპარიშვილი