|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რაგბის მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი ხვალ იხსნება

რაგბის მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატი ხვალ იწყება. ჩემპიონატს თბილისთან ერთად ქუთაისიც მასპინძლობს.

პირველი წრის ორ შეხვედრაში, 31 მაისს 13:00 საათსა და 15:30 საათზე ზელანდია–შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშებს, ირლანდია კი, იტალიას დაუპირისპირდება. თამაში "აია არენაზე" გაიმართება. ბილეთების შეძენა აღნიშნული მოედნის სალაროშია შესაძლებელი.

თამაშის გამო ქუთაისის  საკრებულომ განრიგი შეცვალა და სხდომა ერთი დღით ადრე გამართა.

ქუთაისის ვიცე-მერის კოტე ქავთარაძის განცხადებით, სრული დატვირთით მუშაობს ქალაქში არსებული სასტუმროები.
მან საკრებულოს სხდომაზე ჩემპიონატის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოქალაქეებს ამ ღონისძიებაში ჩართვისკენ მოუწოდა.

"მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად დავანახოთ საზოგადოებას ქუთაისში რაგბი რამდენად მნიშვნელოვანია. ამ კუთხით დასწრება არის საპასუხისმგებლო. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, სპორტისა და რაგბის მოყვარულებს, მივიდეს თამაშზე, მით უმეტეს,  ბილეთის ფასი სიმბოლურია 5-დან 10 ლარამდე", -განაცხადა კოტე ქავთარაძემ.


ქუთაისში სულ 4 ნაკრების 6 შეხვედრა გაიმართება. ორი მატჩი გაიმართება 4 ივნისს, სადაც ირლანდია–შოტლანდიას შეხვდება, ზელანდია კი იტალიას.

მესამე წრეში, რომელიც 8 ივნისს ჩატარდება, შოტლანდია იტალიას დაუპირისპირდება, ხოლო ირლანდია–ზელანდიას. სპორტსმენების ნაწილი უკვე ქალაქში იმყოფება, ასევე გაზრდილია ვიზიტორების რაოდენობა.

ჩემპიონატი ახალ სტადიონზე უნდა გამართულიყო, თუმცა მშენებლობა ვერ მოესწრო, ასევე ჩემპიონატისთვის მერიამ მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მოახდინა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა