|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დასავლეთ საქართველოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

ქუთაისში  აბონენტების ნაწილს, დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო  07-10 თებერვალს ელექტრო ენერგია შეეზღუდება.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სტაბილური და ხარისხიანი მიწოდების მიზნით მაღალი ძაბვის ქვესადგურში „ქუთაისი 1“ პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური სამუშაოები ჩაუტარდება შემდეგ ფიდერებს:

  • 08 თებერვალს 11:00-14:00 სთ. - ფიდერი ლიტოფონის წყალსაქაჩი, 1 აბონენტი.
  • 09 თებერვალს  11:00-14:00 სთ. - ფიდერი №72 - ანჯაფარიძის, ასათიანის, სინაურის, გვანცელაძის, რესპუბლიკის და მიმდებარე ქუჩები. 

რიონჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩეხვითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 10 თებერვალს 10:00-18:00 სთ-მდე გამოირთვება ფიდერი „კაშხალი“, რის გამოც ელენერგიის მიწოდება შეეზღუდება ახალგაზრდობის გამზირის მე-5 შესახვევში არსებულ აბონენტებს. 

სამტრედია. პროფილაქტიკის მიზნით ქვესადგურში “სამტრედია 1“ გამოირთვება ფიდერები:

 

  • 07 თებერვალს  11:00-14:00 სთ. - ფიდერი №1, ქ. სამტრედია თამარ მეფის, რუსთაველის, სააკაძის, ჭავჭავაძის და მიმდებარე ქ.
  • 08 თებერვალს  14:00-17:00 სთ. - ფიდერი №2, ქ. სამტრედია 9 მაისის, ვეკუას, კეცხოველის, კოლხეთის, სოხუმის, კონსტიტუციის და მიმდებარე ქ.
  • 10 თებერვალს  10:00-18:00 სთ. - ფიდერი №8, ქ. სამტრედია, 26 მაისის, გამსახურდიას, დადიანის (ნაწ.), ეგრისის (ნაწ.), წერეთლის ქ.
  • 10 თებერვალს  11:00-14:00 სთ. - ფიდერი №18, ქ. სამტრედია, გამსახურდიას ქ. (ნაწ.).

 

 

ტყიბული. პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ქვესადგურში „ტყიბული-1“  გამოირთვება აღნიშნული ქვესადგურიდან გამომავალი ფიდერები:

 

  • 7 თებერვალს, 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "ცენტრალური გამამდიდრებელი 1", ქ. ტყიბული კ. ლომაძის მოედანი, ნინოშვილის, თბილისის, თაყაიშვილის, ქუთაისის, გურამიშვილის და მიმდებარე ქუჩები.
  • 8 თებერვალს, 11:00-14:00 სთ. - ფიდერი "ცოფი 2", 1 აბონენტი ქ. ტყიბულში.

 

 

ამბროლაური. ქვესადგურ „ჭრებალოში“ დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 თებერვალს 12:00-14:00 საათამდე გამოირთვება ფიდერი „ჭრებალო“ და ძაბვის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენეტებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხვანჭკარა, ბუგეული, ქვიშარი, ჭრებალო, პირველი და მეორე ტოლა და მიმდებარე სოფლები.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა