|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში რაჭიდან გადმოყვანილი მოზარდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მოთავსებული 16 წლის მოზარდის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ლუკა ფოფხაძე კლინიკაში რაჭიდან 19 ივლისს უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს. მოზარდის მამიდის ფატი გოგოლაშვილის ინფორმაციით, თბილისში გადაყვანა სურთ,  თუმცა ექიმები ტრანსპორტირებაზე უარს ამბობენ.

"ჯერ გვითხრეს, რომ ბავშვი შეძლებდა ტრანსპორტირებას, მაგრამ ახლა უარს ამბობენ, არადა, გვინდა, კომპიუტერული დიაგნოსტიკა ჩავუტაროთ. გვაქვს კონსულტაციები საზღვარგარეთ ექიმებთან და ყველა გვეუბნება, რომ ამ მდგომარეობაში შესაძლებელი იყო ვენიდან კონტრასტით გადაღება, უკვირთ ეს რატომ არ გაკეთდა. ბავშვის თითქმის ყველა ორგანო ფუნქციონირებს, თუ ტვინი მკვდარია გვამური ლაქები ხომ უნდა შეიმჩნეოდეს? ჩვენც არ ვიცით, რატომ არ კეთდება, "–განაცხადა ფატი გოგოლაშვილმა. 

მისი თქმით, მოზარდის მდგომარეობა გაუმართავმა რეანომობილმა გაართულა, რომლის გამოც პაციენტი კლინიკაში რამდენიმე საათიანი დაგვიანებით შევიდა. მისი ინფორმაციით, რეანომობილის გაუმართაობის ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა, შემოწმდა რენომობილი და გამოიკითხნენ ექიმები. პაციენტის ოჯახის წევრებს ამ დრომდე არ გასაუბრებიან. 

შეგახსენებთ, ლუკა ფოფხაძე რაჭაში ვირუსული ინფექციით ცუდად გახდა. ის ამბროლაურის საავადმყოფოდან თბილისში გადაყავდათ, თუმცა რეანომობილის აპარატურის გაფუჭების გამო, ჯერ ტყიბულის, შემდეგ ქუთაისის კლინიკაში მიიყვანეს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა