|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში რეგიონალური ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს

ქუთაისში საქართველო-ლატვიის რეგიონული ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმს ლატვიის, ზემგალეს მხარის დელეგაციასთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლები ესწრებიან.

 ლატვიის ქალაქ იელგავას მერის ხელმძღვანელობით წარმომადგენლობით დელეგაციაში 21 ქალაქის მერი იმყოფება.

დელეგაციის წევრები თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და ბიზნეს სექტორს  გამოცდილებას უზიარებენ.

"საინტერესოა ეს შეხვედრა იმით, რომ იმერეთის მუნიციპალიტეტების წარმოადგენლები მოისმენენ და გაეცნობიან ლატვიის გამოცდილებას ისეთ მნიშვნელოვან სფეროში, როგორიც სოფლის მეურნელობაა. მიიღებენ გამოცდილებას, რომელსაც საკუთარ მუნიციპალიტეტებში გამოიყენებენ", –განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა ქუთაისის მერმაც. შოთა მურღულიას განცხადებით, ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ ფორუმს ქუთაისი მასპინძლობს, რადგან თვითმმართველობა მიიღებს გამოცდილებას ეკონომიკის განვითარების კუთხით.

 ფორუმზე ეკონომიკასთან ერთად, ტრანსპორტის, სასოფლო კოოპერატივებისა და ფერმერების გადამზადების საკითხები იქნება განხილული. ასევე ისაუბრებენ რძე და რძის პროდუქტების ექსპორტზე.

 საქართველოში ლიტვიის  სრულუფლებიანი ელჩის, ელიტა გაველეს განცხადებით, მსგავსი ფორუმები მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობისათვის და ამ ურთიერთობის გასაღრმავებლად.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი