|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ღია ცის ქვეშ გამართული კინოჩვენების დროს შუქი ჩაქრა [VIDEO]

ქუთაისში ღია ცის ქვეშ გამართული კინოჩვენების დროს შუქი ჩაქრა, რის გამოც ფილმის ჩვენება დროებით შეწყდა.

როგორც კინოჩვენების ორგანიზატორი მერიის კულტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი თამთა თურმანიძე აცხადებს, შუქი რამდენიმე წუთით გამოირთო, რის შემდეგაც კინოჩვენება ისევ გაგრძელდა.

ენერგო პრო ჯორჯიაში მომხდარს ფიდერის ავარიულ გამორთვას უკავშირებენ.

აზიური კინოს კვირეული ქუთაისის მერიის პროექტის "ზაფხულის საღამოების" ფარგლებში იმართება. 

კვირეული ტრადიციულია, წელს ის 27 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

 

 

 

 (ვიდეო კადრები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ნიკა ნარსიამ მოგვაწოდა) 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა