რომელი ობიექტები გათავისუფლდებიან ქუთაისში დღგ–ს გადასახადისაგან?
სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობაც 2008 წლის აგვისტომდე დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა, დღგსა და K2 მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან. ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სამშენებლო ბიზნესის გამოცოცხლების წინაპირობა გახდება.
ქუთაისის მერიამ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა იმ ობიექტთა ნუსხა, რომლებიც ქუთაისში დღგ-ს ჩათვლისგან გასათავისუფლდებიან. პირველ ეტაპზე დამუშავდა მრავალბინიანი და მრავალფუნქციური ფუნქციით დატვირთული ობიექტები, რომელთა შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს გადაეგზავნა.
დღგ–სგან გათავისუფლდა დამკვეთი დავით კოსტავა, რომლის ობიექტიც განჯის ქუჩის მეორე ჩიხის #14 მდებარეობს. ასევე შპს "აღმაშენებელი ქუთაისი", რომლის ოთხი ობიექტიც მოხვდა ნუსხაში. შესაძლოა, ამ ობიექტთა რაოდენობა გაიზარდოს.
მთავრობის გაანგარიშებით, დღგ-სა და K2 მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდება სახელმწიფო ბიუჯეტს 100-დან 200 მილიონ ლარამდე დაუჯდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





11:02
16:29
16:27
13:32
13:09
















