ქუთაისში, რუსთაველის გამზირის გზის საფარის აღდგენა იგეგმება
                                                                                                                     
                
 ქუთაისში, რუსთაველის გამზირის გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობა იგეგმება. მერია სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის ტენდერს აცხადებს.
ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ 3 წლის განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში პროექტში ცვლილებები უსასყიდლოდ უნდა შეიტანოს. მერია ამ მომსახურებისათვის 11 ათასი ლარის დახარჯვას გეგმავს. 
ასევე ტენდერი გამოცხადდა გუგუნავას ქუჩის გზის ა/ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით. -აღნიშნული პროექტს მერია 10 ათას ლარად შეისყიდის.
ქუთაისის მერიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის დაიწყება აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაცია, სამუშაოები, შესაძლოა, მომავალ წელს შესრულდეს.
ავტორი: ნიუპრესი
 EUR 1 =
 EUR 1 =  GEL 3.649
 GEL 3.649 USD 1 =
 USD 1 = 




 10:58
10:58.jpg) 23:12
23:12 12:36
12:36 15:31
15:31 16:05
16:05
















