|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სკვერს რაცკევიჩის სახელი მიენიჭება

ქუთაისში რუსთაველის ქუჩაზე სამხატვრო გალერეას მიმდებარე სკვერისათვის (გვირაბის თავზე) პოლონეტის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ რაცკევიჩის სახელის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

ინიციატივა ქუთაისის საკრებულოში ვიცე გუბერნატორმა სოსო ხახალეიშვილმა შეიტანა. შესაბამისი პროცედურების შემდეგ  საკრებულომ  საკითხი ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაუგზავნა, სადაც ქუთაისის საკრებულოს თანხმობა მიეცა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შესახებ. 

საწინააღმდეგოს აცხადებენ  ქუთაისის მერიაში, სადაც  განმარტავენ, რომ რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერისათვის რაცკევიჩის სახელის მინიჭება არ იგეგმება. 

 პოლონეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ რაცკევიჩი ქუთაისშია დაბადებული. 

ვლადისლავ რაჩკევიჩი (Władysław Raczkiewicz) 1885 წლის 23 იანვარს ქუთასში, მოსამართლის ოჯახში დაიბადა. როგორც ამბობენ, პოლონელების უბანი ქუთაისში ახლანდელი სააპელაციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე იყო განლაგებული. პოლონელებს პატარა საამქროები ჰქონიათ, სადაც ღილებს აკეთებდნენ. სწორედ ამიტომ, ქართულ ენაში სიტყვა „ფოლაქი“ (ფოლაქი - პოლიაკ (ანუ პოლონელი)) ქუთაისიდან დამკვიდრდა. ოჯახი პეტერბურგში დაახლოებით 1900 წელს გადავიდა. 

ქუთაისსა და პოლონეთის ქალაქებს შორის მუდმივი კულტურული ურთიერთობა არსებობს. 

ფოტო არქივიდან- ქ. ტორუნში რაცკევიჩის ძეგლთან საქართველოს ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის ხელმძღვანელი შალვა კამლაძე "ვეფხისტყაოსნის" პოლონურენოვანი თარგმანის კალიგრაფიულად შესრულებისათვის ახალგაზრდებს აჯილდოებს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა