ქუთაისში, რუსთაველის ხიდზე 4 მოჩუქურთმებული სვეტის განთავსებისათვის 117 ათასი ლარი დაიხარჯება
ქუთაისში, რუსთაველის ხიდზე დეკორატიული სვეტებისა და ორნამენტების მოწყობის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერზე NAT180017409 წინადადებების მიღება ცოტა ხნის წინ დასრულდა.
კომპანიამ შპს ლამოდერნა ტენდერში მონაწილეობის მზადყოფნა ბოლო მომენტში დააფიქსირა და შეთავაზებულ თანხაზე - 117 943 ლარზე ნაკლები მოითხოვა. კომპანია სამუშაოების ჩატარებას 110 450 ლარის სანაცვლოდ დათანხმდა.
მერიის მიერ პირველ ჯერზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. აგვისტოში გამოაცხადებულ ტენდერში სამუშაოებისათვის 86 860 ლარი იყო გათვალისწინებული.
მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ხიდზე 4 მოჩუქურთმებული სვეტი განთავსდება, რომელზეც ნათურები დამონტაჟდება. რუსთაველის ხიდის პროექტის ავტორი გივი თოდაძეა.
შპს ლამოდერნასთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, რუსთაველის ხიდზე სამუშაოები მოკლე ხანში დაიწყება.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















