|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "რუსთავი 2" -ის მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა გაიმართა [VIDEO]

ქუთაისში "რუსთავი 2 "-ის მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა მოეწყო. "ევროპული საქართველოს" ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები  ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ფლაერებს დაარიგეს. ისინი  მოქალაქეებს მოუწოდებენ რუსთავი 2-ის მხარდასაჭერ აქციაზე მივიდნენ და თავიანთი პოზიცია გამოხატონ. 

"რუსთავი 2 არის სიტყვის თავისუფლების, ზოგადად, თავისუფლების, დემოკრატიის და ქვეყნის განვითარების სიმბოლო. ვიდრე ამ ქვეყანაში ალტერნატიული აზრის გამოთქმა იქნება შესაძლებელი, ქვეყნის განვითარებას შანსი ექნება. მიუხედავად გემოვნებისა,  მოსწონს თუ არა ვინმეს რუსთავი 2, მოვუწოდებ თანამოქალაქეებს მოვიდნენ აქციაზე და მხარი დაუჭირონ სიტყვის თავისუფლებას",- განაცხადა "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა გია თევდორაძემ.

რუსთავი 2 -ის მხარდასაჭერი აქცია-კონცერტი 11 მარტს არის 14 საათზე თბილისში გაიმართება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა