|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში რვა საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ საჯარო სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში, ქუთაისში, სრული რეაბილიტაცია რვა საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.
 
 
რეაბილიტაცია მე-5-ე;  მე-10-ე;  მე-17-ე;  მე-13-ე ; #32-ე , #30-ე;  #33-ე   და #36 -ე სკოლებში ტარდება.
 
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდში აცხადებენ, რომ მთლიანობაში, 2018 წელს დასავლეთ საქართველოში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება 30 საჯარო სკოლას, რის შედეგადაც სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 15,200 მოსწავლისათვის.
 
დასავლეთ საქართველოში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა