|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ღვაწლმოსილი მედიკოსები დაჯილდოვდნენ

ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში მედიკოსებთან შეხვედრა მოეწყო. შეხვედრა ქუთაისის მერიის ორგანიზებით უკვე მეორედ გაიმართა. ღონისძიებას ქუთაისში მოქმედი ყველა კლინიკის წარმომადგენელი ესწრებოდა.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესვე ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ღვაწლმოსილი მედიკოსები დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის. ღონისძიების ფარგლებში 16 ღვაწლმოსილი ექიმი დაჯილდოვდა.

შეხვედრაზე ასევე საპატიო ქუთაისელის წოდება მიანიჭეს მაგული ჩხობაძეს, თემურ ნადირაძეს, ალეკო ბაძგარაძეს, თემურ ჩეჩელაშვილს და ლერი ხონელიძეს. 

მედიკოსების ღვაწლის შესახებ ისაუბრეს იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატებმა:  გენადი მარგველაშვილმა და დიმიტრი მხეიძემ.

ღონისძიების ბოლოს ტრადიციულად გაიჭრა ტორტი.

 მედიკოსების დღე წლების შემდეგ პირველად შარშან აღინიშნა.

  

ქუთაისის მერიის ინიციატივით, საბჭოთა დროინდელი დღესასწაული აღდგა (VIDEO)

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა