ქუთაისში ღვინის დღე სუხიშვილების კონცერტით „ქარაბშა" დასრულდა
ქუთაისში ღვინის დღის აღნიშვნა სუხიშვილების კონცერტით „ქარაბშა" დასრულდა.
ღვინის ფესტივალი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმართება.
ფესტივალის ფარგლებში ქუთაისში მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა.
მთელი დღის განმავლობაში, ცისფერყანწელების ქუჩაზე, იმერული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა. ჩატარდა კულინარიული მასტერკლასები. ფესტივალის სტუმრებს ტრადიციული იმერული კერძების დაგემოვნებაც შეეძლოთ. მოეწყო ინსტალაცია „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“.
ფოტო-კუთხეში წარმოდგენილი იყო გამოფენა „ქვევრი“.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა




17:28
17:19
19:31
14:51
14:17
















